воскресенье, 7 декабря 2008 г.

პროექტზე „ნარცისი და ტიტა“ მუშაობა

Gearn-ის 10-ვე პროექტის გაცნობის შემდეგ ჩემი სადამრიგებლო ٧ბ კლასისმოსწავლეებმა
სამუშაოდ აირჩიეს პროექტი „ნარცისი და ტიტა“ რის შემდეგაც მოხდა ჩემი დარეგისტრირება
Iearn-ზე.
რეგისტრირების შემდეგ მოსწავლეებთან ერთად აქტიურად დავიწყეთ მუშაობა:
თავდაპირველად შევეცადე გამერკვია მოსწავლეებთან ერთად თუ რა ინფორმაციას ვფლობდით და რა გვქონდა საძიებელი ამ თემის ირგვლივ; ამიტომ გადავწყვიტეთ ჩამოვყალიბებულიყავით
და დაგვესახა სამუშაო გეგმა. შევადგინეთ ცხრილი

რა ვიცი
რა მინდა ვიცოდე
საიდან უნდა გავიგო?
გავიგე





І საკითხის ირგვლივ ჩამოაყალიბეს მოსწავლეებმა,რაც იცოდნენ ტიტისა და ნარცისის შესახებ; რომ ტიტაცა და ნარცისიც ლამაზი ყვავილებია,რომლებიც მრავლდებიან ბოლქვებით.ნარცისი უმეტესად თეთრი ან ყვითელი ფერისაა ;ტიტა კი წითელი;თუმცა გვხვდება სხვაფერის ნარცისი და ტიტა.ამ ყვავილებისაგან აკეთებენ თაიგულებს,რთავენ ოთახებს. ნარცისზე არის ზღაპარიც.
ІІ საკითხის ირგვლივ:სურვილი გვაქვს გავიგოთ---სად აღმოაჩინეს პირველად?სად არის მისი სამშობლო? სად არის ყველაზე მეტად გავრცელებული? რამდენი ჯიშის არსებობს? საქართველოში როგორ ხარობს? როგორ მრავლდება,როგორ პირობენს ეგუება? რატომ ჰქვიათამ ყვავილებს „ნარცისი“ და „ტიტა“ ...
ІІІ საკითხის ირგვლივ,თუ საიდან უნდა გაგვეგო ყოველივე ეს? ---ინტერნეტიდან,ენციკლოპედიებიდან,ბიოლოგიის მასწავლებლისაგან, ბოტანიკის წიგნებიდა…
ხოლო რაც გავიგეთ და აღმოვაჩინეთ ამას შემდეგ ფურცლებზე გიამბობთ.
ინფორმაციის ძიებასთან ერთად დავიწყეთ ნარცისისა და ტიტას სურათების ძებნა როგორც ინტერნეტში, ასევე ჟურნალებში და წიგნებში;დიდი მხატვრების მიერ შექმნილი მხატვრული ტილოები; მწერლების მიერ შექმნილი პროზაული ნაწარმოებები და ლექსები.ამავე დროს ვაგროვებდით ნარცისისა და ტიტას ბოლქვებს. მოსწავლეებმა ხალისით დაიწყეს პროექტზე მუშაობა;მეტად სასიამოვნო იყო რომ ٧ბ კლასის მოსწავლეებთან ერთად ٧ა და٧ გ კლასელებს გაუჩნდათ სურვილი დახმარებოდნენ პარალელურ კლასელებს ბოლქვების შეგროვებაში და შემდეგ დარგვაში,რადგან პროექტზე მუშაობა სკოლის წინა ბაღჩების დასუფთავებასა და მომავალი გაზაფხულისათვის ყვავილებით გალამაზებას ისახავდა მიზნად.
მოსწავლეებისაგან წამოვიდა იდეა: რადგან #9 საჯარო სკოლა ი. გოგებაშვილის სახელობის
ატარებს ბაღჩებში ნარცისებით დაგვეწერა:“აი ია“
ჩვენი მუშაობა გვსურდა მრავალფეროვანი ყოფილიყო ,ამიტომ ნარცისისა და ტიტას ბოლქვები საკლასო ოთახშიც მოვათავსეთ დიდი ქოთანით. სურვილი გვაქვს დავაკვირდეთ საკლასო ოთახის პირობებში როგორ აღმოცენდებიან და იყვავილებენ;რამდენი ხნით ადრე გაიყვავილებენ ბაღჩაში დარგულ ყვავილებთან შედარებით.
ბოლქვების შეგროვების შემდეგ 22 ნოემბერს-შაბათს შევასრულეთ ჩვენი სამუშაო: დავასუფთავეთ ბაღჩები და ჩავრგეთ ბოლქვები მოსწავლეების მიერ გაკეთებულ პატარა ორმოებში .დიდი ასოებით გაკეთდა წარწერა:“აი ია“ სადაც ჩაირგო ნარცისის ბოლქვები .
ბოლქვები ჩავრგეთ ქოთანშიც .
სურვილი გვაქვს გარკვეული ცდებიც ჩავატაროთ ნარცისისა და ტიტას განვითარებაზე.
რადგან ჩვენს პროექტზე მუშაობა 2009 წლის მაისამდე გრზელდება ამირომ ცდების ჩატარებას გაზაფხულისთვის ვგეგმავთ. ჩვენს მიერ დარგული ყვავილების ზრდა განვითარების შედეგები
და მასზე გადაღჶბული სურათებით თანდა თან გავამდიდრებთ ჩვენს მიერ შექმნილ ბლოგს.
ჩვენს მიერ შექმნილი ყვავილების აყვავებისას შევასრულებთ ნარცისზე და ტიტაზე ნახატებს და მოვაწყობთ გამოფენას.მაისამდე კვლავ გავაგრზელებთ ინფორმაციების მოძიებასაც.